• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სპექტაკლში „ზღაპარი პრინცესაზე“ პრინცესას როლს მამაკაცი ასრულებს

დეზინფორმაცია: სპექტაკლში „ზღაპარი პრინცესაზე“ პრინცესას როლს მამაკაცი ასრულებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

20 დეკემბერს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა პოსტის ეკრანის ანაბეჭდი, ე.წ. „სქრინი“, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს ერთ-ერთ თეატრში საბავშვო სპექტაკლზე სცენაზე პრინცესას როლში მამაკაცი გამოჩნდა. კერძოდ, გავრცელებულ ანაბეჭდზე აღნიშნულია, რომ სპექტაკლში სახელწოდებით „ზღაპარი პრინცესაზე“ პრინცესას როლში კაცი მონაწილეობდა.

მტკიცება სოციალურ ქსელში ვირუსულად და კოორდინირებულად გავრცელდა (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5)

Facebook-მომხმარებლები ეკრანის ანაბეჭდში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ლგბტ გარყვნილების პროპაგანდა“ მიმდინარეობს და ამ ფაქტს, პირდაპირ თუ ირიბად, ევროკავშირის დროშაზე მითითებით სწორედ ევროკავშირს უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ეკრანის ანაბეჭდი, ე.წ. „სქრინი“ ამ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა და სხვა მტკიცებულება, რომელიც პოსტში მოცემულ ინფორმაციას დაადასტურებდა, არ არსებობს.

დამატებით, სოციალური ქსელის Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ფოტოები ერთმანეთის იდენტურია. კერძოდ, ანაბეჭდზე აღნიშნულია გამოქვეყნების ერთი და იგივე დრო და პოსტს აქვს როგორც კომენტარების, ისე რეაქციების ერთი და იგივე რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავად იმ Facebook-მომხმარებლებსაც კი, რომლებმაც პოსტის „სქრინი“ გააზიარეს და გაავრცელეს, სავარაუდოდ, ორიგინალ პოსტზე წვდომა არ აქვთ და სხვის მიერ გადაღებულ ფოტოს ეყრდნობიან.

აღსანიშნავია, რომ როგორც ფოტოს, ისე ინტერნეტში არსებული მასალის (ანაბეჭდის) შინაარსის ცვლილება ერთჯერადად თავად კომპიუტერული მოწყობილობებიდანვე მარტივადაა შესაძლებელი.

დამატებით, ეკრანის ანაბეჭდზე, რომელსაც Facebook-მომხმარებლები გავრცელებული მტკიცების დასადასტურებლად ეყრდნობიან, პოსტის ავტორის ვინაობა წაშლილია. ამდენად, შეუძლებელია იმის შემოწმებაც კი არსებობს, თუ - არა ეს პოსტი სინამდვილეში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოსტი ნამდვილადაა გამოქვეყნებული, ის მრავალ ბუნდოვან დეტალს შეიცავს. მაგალითად, შეუძლებელია დადგინდეს, რომელ თეატრზეა პოსტში საუბარი, როდის და სად ხდება მოცემული ამბავი. რაც მთავარია, google-ის საძიებო სისტემაში ძიებისას, ასევე სპექტაკლების ბილეთების შესაძენ ვებგვერდებზე პოსტში ნახსენები სპექტაკლი სახელწოდებით „ზღაპარი პრინცესაზე“ არ იძებნება.

დამატებით, Facebook-ის იმ ანგარიშების უმრავლესობას, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს, დეზინფორმაცია აქამდეც გამოუქვეყნებიათ. იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8;

ამდენად, ინფორმაცია, რომ სპექტაკლში „ზღაპარი პრინცესაზე“ პრინცესას როლი მამაკაცმა შეასრულა და ეს საქციელი მან თავისი გამოხატვის თავისუფლებით ახსნა, მტკიცებულებების გარეშეა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თეატრი
ზღაპარი პრინცესაზე
დამოუკიდებლობა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა