• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ცუკერბერგის კომპანიამ 2021 წელს აშშ-ში მილიონობით გარეულ ცხოველს mRNA ვაქცინაცია ჩაუტარა

დეზინფორმაცია: ცუკერბერგის კომპანიამ 2021 წელს აშშ-ში მილიონობით გარეულ ცხოველს mRNA ვაქცინაცია ჩაუტარა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელიც კომპანია Meta-ს დამფუძნებელს ბრალს სდებს ი-რნმ (mRNA) ვაქცინების გარეულ ცხოველებზე, კერძოდ, ირმებზე გამოყენებაში. პოსტს თანდართული აქვს დაავადებული ირმის ფოტოები, რომლებიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, ცხოველების ვაქცინირების შედეგებს აღწერს.

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 8 მარტს BitChute-ს გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო-პოსტი სათაურით - ,,მარკ ცუკერბერგის ფონდმა ველურ ცხოველებზე MRNA ვაქცინების გამოყენება დაიწყო“. Media Bias/Fact Check-ის (ემსახურება მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას) თანახმად, BitChute-ს გვერდი  არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ხშირადაა შემჩნეული. აღნიშნული ვიდეო-პოსტიც BitChute-ს დეზინფორმაციული მასალის ერთ-ერთი მაგალითია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სანდო მედიასაშუალება ცუკერბერგის მიერ ირმებზე mRNA ვაქცინების ჩატარებას არ ადასტურებს.

 

რეალურად, პოსტში აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ი-რნმ (mRNA) ვაქცინები გარეულ ცხოველებზე გამოყენებული არ ყოფილა. რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ ირემს - იგი ფიბრომატოზითაა დაავადებული. ფიბრომა ირმებში ფართოდაა გავრცელებული და აღნიშნული დაავადება 2021 წელს არ გაჩენილა. შესაბამისად, აღნიშნულ კონტექსტში ფიბრომა ვაქცინაციითა და სხვა სახის ადამიანური მანიპულაციით არაა გამოწვეული.

ი-რნმ ვაქცინები

ახალ ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული COVID-19 საწინააღმდეგოდ შექმნილი Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები. ი-რნმ ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს (ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურისა და შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (APHIS&USDA) კვლევის თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის პანდემიისას ირმები  ექსპერიმენტებში მართლაც გამოიყენებოდა, მაგრამ არა ექსპერიმენტის ჩვეული გაგებით. კერძოდ, ექსპერიმენტული წამლებით ან ვაქცინებით ინექცირება არ ხდებოდა. ნაცვლად ამისა, თეთრკუდა ირმების (white-tailed deer) პოპულაციაში ვირუსის (SARS-CoV-2)  გადაცემისა და გავრცელების სიხშირე სათვალთვალო პროგრამების საშუალებით შეისწავლეს. 

ეს კვლევები დაკვირვებითი ხასიათის იყო და ირმებისა ან მათი გარემოს მიზანმიმართულ მანიპულირებას არ მოიცავდა. ყურადღება ირმების პოპულაციაში ვირუსის ბუნებრივი გავრცელების დინამიკის შესწავლაზე გამახვილდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ირმებს ინექცია გაუკეთეს და ამან დაავადება გამოიწვია, არ დასტურდება.  

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, მის მსგავსს სურათს Facebook-გვერდის Your Wild Ohio – Hunter-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ პოსტში ვხვდებით. პოსტში ნათქვამია, რომ ფიბრომით დაავადებულ ირმებს ოჰაიოს შტატში ხშირად ხვდებიან. 

 

მეინის შიდა მეთევზეობისა და ველური ბუნების დეპარტამენტი (Maine Department of Inland Fisheries and Wildlife) საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ირმების პოპულაციაში გავრცელებულ ფიბრომაზე ინფორმაციას აქვეყნებს. ირმებში გავრცელებული ფიბრომა ასევე მოიხსენიება, როგორც კანის ფიბრომა, ფიბრომატოზი ან ირმის მეჭეჭები. ფიბრომა არის ირმებზე მეჭეჭების მაგვარი გამონაზარდები, რომელთა წარმოქმნის მიზეზი, როგორც წესი, სახეობისთვის დამახასიათებელი პაპილომავირუსის ინფექციაა. ირმის სხეულზე წარმოქმნილი გამონაზარდები ყველაზე ხშირად თვალების, სახისა და კისრის მიდამოებში ვრცელდება. ირმის ფიბრომა გავრცელებულია და  ჩრდილოეთ ამერიკაში თეთრკუდიანი ირმების პოპულაციის თითქმის მთელ დიაპაზონში გვხვდება. მსგავსი სახის ფიბრომატოზი ცხოველთა სხვა სახეობებშიც არის გავრცელებული, მაგალითად, ციყვებსა და კურდღლებში. 

ირმის ფიბრომა წლების განმავლობაში იყო დოკუმენტირებული ფენომენი ველური ირმების პოპულაციებში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნამდე უფრო ადრე.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია Meta-ს დამფუძნებელი ჩართულია გარეული ცხოველების ვაქცინაციაში და ეს სავალალო შედეგებს იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ვაქცინები
#მარკ ცუკერბერგი
#ირმები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა