• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლოიდ ოსტინი და ერიკ სმიტი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტის დროს დაიჭრნენ

დეზინფორმაცია: ლოიდ ოსტინი და ერიკ სმიტი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტის დროს დაიჭრნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ამჯერად, ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური ერიკ სმიტი უკრაინაში ფარული ვიზიტით იმყოფებოდნენ, როდესაც რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვის ქვეშ მოჰყვნენ, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრნენ. თუმცა, აშშ ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებს, ხოლო ოსტინი და სმიტი ვაშინგტონში გადიან მკურნალობას.

CNN-ის ინფორმაციით, 2023 წლის 22 დეკემბერს ლოიდ ოსტინმა „პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, „მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა ჩაიტარა“  სახელწოდებით, პროსტატექტომია, რომელიც მას დეკემბრის დასაწყისში აღმოუჩინეს. ოსტინი პროცედურის მიმდინარეობისას, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იყო, ოპერაციიდან უპრობლემოდ გამოვიდა და მეორე დილით სახლში დაბრუნდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ოსტინის პროსტატის კიბო ადრეულ პერიოდში გამოვლინდა და მას გამოჯანმრთელების კარგი პროგნოზი ჰქონდა.

პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ოსტინი 22 დეკემბერს შვებულებაში ყოფნისას სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად საავადმყოფოში წავიდა, მეორე დღეს სახლში დაბრუნდა და „განაგრძო სახლიდან მუშაობა არდადეგების ჩათვლით“. რაიდერმა შემდგომ განაცხადა, რომ ოსტინი 1 იანვარს, მას შემდეგ რაც მწვავე ტკივილი დაეწყო, სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან გადაიყვანეს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოსტინი 2024 წლის 1 იანვარს უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში 22 დეკემბრის პროცედურის გართულებების მიზეზით იქნა გადაყვანილი.  პირველადი შეფასებით, საშარდე გზების ინფექცია გამოვლინდა.

2 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაეყვანათ. შემდგომმა კვლევებმა მუცლის ღრუში სითხის შეგროვება გამოავლინა, რომელიც წვრილი ნაწლავის ფუნქციებს არღვევდა.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია ლოიდ ოსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაიდუმლოებული იყო. 2 იანვარს, სამშაბათს, ოსტინის მოვალეობები მისმა მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა  გადაიბარა, რომელიც ამ დროისთვის პუერტო რიკოში შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ჰიქსს 4 იანვრამდე არ შეატყობინეს რეალური მიზეზი, თუ რატომ ასრულებდა ოსტინის მოვალეობას. 

გენერალ რაიდერის ინფორმაციით, ოსტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მინისტრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრ სახლს 4 იანვარს აცნობა. პენტაგონში შეფერხების მიზეზად ის დაასახელეს, რომ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გრიპით იყო ავად. კონგრესს ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის ფაქტი ოფიციალურად 5 იანვარს შეატყობინეს. 

შაბათს, 6 იანვარს ლოიდ ოსტინმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა მისი ერთკვირიანი გასაიდუმლოებული ჰოსპიტალიზაციის შესახებ. „ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკელების ნაწილმა, მათ შორის დონალდ ტრამპმა, განაცხადეს, რომ ოსტინი სამუშაოს უნდა ჩამოშორებოდა, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან პიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ოსტინის მიმართ სრულ ნდობას აცხადებდა, თეთრი სახლის წარმომადგენლების ცნობით, ბაიდენი ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავდა. ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან განაგრძობდა თავის საქმიანობას, განახორციელა ზარები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან, ერიკ კურილასთან, რომელიც ხელმძღვანელობს აშშ-ს ჯარებს ახლო აღმოსავლეთში და ეროვნული უსაფრთხოების სხვა მაღალჩინოსნებთან.

ამასთან ლოიდ ოსტინმა 11 იანვარს იემენში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა განცხადება.

ამგვარად, არანაირი ცნობები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და იქ რუსეთის მიერ დაბომბვისას მიღებული დაზიანებების შედეგად მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 

ცნობისთვის, ლოიდ ოსტინი უკრაინას ნოემბერში ეწვია. კიევში ყოფნისას მან განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივად გაგრძელდებოდა.

რაც შეეხება ერიკ სმიტს, მან ორშაბათს, 8 იანვარს გულზე ოპერაცია ჩაიტარა. ოპერაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სმიტს ვაშინგტონში სირბილის დროს გული გაუჩერდა. საზღვაო ქვეითთა კორპუსის განცხადების მიხედვით, სმიტის მდგომარეობა კარგია და გამოჯანმრთელებას საავადმყოფოში განაგრძობს. 

ამგვარად, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლოიდ ოსტინისა და ერიკ სმიტის ჰოსპიტალიზაცია მათი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტისა და იქ დაშავების გამო მოხდა. 

--------------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიტიკა
წითელი ჯვარი
ლოიდ ოსტინი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა