• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში WEF-ის სამიტიდან დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში WEF-ის სამიტიდან დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელის მომხმარებლების (1,2,3)  მიერ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტიდან ვიდეოკადრები ვრცელდება. ანგარიშების მტკიცებით, ვიდეოში პირი კლაუს შვაბს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. „ამჟამად დავოსში მიმდინარე 2024-ის  ფაშისტურ- გლობალისტურ  ფორუმზე, სადაც ქართული დელეგაციაც „ბრძანდება“ ღარიბაანთ ბიჭის თამადობით,  ახალგაზრდა ძალიან მაგარმა კაცმა კლაუს შვაბს თავზე დაახურა დედის ნათესაობა დიდი დოზით! ეს მოხდა დავოსში WEF2024-ზე, ფაშისტური გლობალისტების, ნაცისტური ტირანების, DeepState-ის ამ დასაყრდენში ჩრდილოვანი მთავრობის, რომელმაც შექმნა ყალბი ეპიდემიები, ყალბი ომები და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულები“.  რეალურად,  ვიდეო სატირული ჟანრისაა და ასევე, პროგრამულად დამუშავებული. ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი დავოსში არ გამოსულა. 

ვიდეო თავდაპირველად 17 იანვარს ირანელი პროდიუსერის დემონ იმანის პირად ანგარიშზე გავრცელდა (ვიდეოში სწორედ მისი სახეა პროგრამულად ჩასმული). აღნიშნული პირი ანგარიშზე სატირულ ვიდეოებს და ფოტოებს ხშირად ავრცელებს. აღწერაში მან პოსტს შემდეგი აღწერა დაურთო: „BREAKING: WEF-ის ახალი მონაწილე 2024 წლის დავოსის შეხვედრაზე წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს“. თავის მხრივ, X პლატფორმაზე  ვიდეოს მკითხველებისთვის ინფორმაციაა დამატებული: „ეს სატირაა (როგორც შემქმნელმა თქვა), მაგრამ თავდაპირველი პოსტში წარმოდგენილი სიტყვა "BREAKING ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიმართლე იყო“. 

 

როგორც X პლატფორმის შენიშვნაში წერია, პროდიუსერმა თავად განაცხადა, რომ პოსტი სატირაა (იხილეთ პოსტის ფოტო-ანაბეჭდი). 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური სამიტი  ამჟამად (15-19 იანვარს)  დავოსში, შვეიცარიაში იმართება. WEF სამიტზე  125-ზე მეტი ქვეყნიდან 3000 ლიდერს აერთიანებს.  შეხვედრების მთავარი მიზანი მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების განხილვა და გადასაჭრელ გზებზე მუშაობაა. 

ცნობისთვის, აღნიშნულ სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ესწრება. სამიტის ფარგლებში, 17 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“,  მიიღო მონაწილეობა 

გავრცელებული კადრები  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 16 იანვრის შეხვედრის მონაკვეთიდან   არის ამოჭრილი. პირი, რომელმაც გახსნა ფორუმი WEF-ის პრეზიდენტი, ნორვეგიელი პოლიტიკოსი ბორგე ბრენდეა. ის გამოსვლისას მიესალმა  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბსა და შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდს. 

 

ამდენად, გავრცელებული ვიდეო სატირაა და დამონტაჟებულია, მსგავსი შემთხვევა WEF-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე არ მომხდარა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#დამონტაჟებული ვიდეო
#WEF
#კლაუს შვაბი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა