• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სტუდენტი, რომელმაც პუტინზე რუსულად იმღერა, ფლორიდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს

დეზინფორმაცია: სტუდენტი, რომელმაც პუტინზე რუსულად იმღერა, ფლორიდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ამერიკელი სტუდენტი ფლორიდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, რადგან მან პუტინს რუსულად სიმღერა მიუძღვნა.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. 

პირველ რიგში, ვიდეოში მყოფი პიროვნების პირის მოძრაობა არ ემთხვევა რუსულ ტექსტს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვიდეო რედაქტირებულია. 

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, TikTok-ზე ორიგინალი ვიდეო ვიპოვეთ. ის ანგარიშმა სახელად @mohau_on_tiktok 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მამაკაცი ვიდეოში ნამდვილად მღერის, თუმცა არა რუსულად. ვიდეოს ორიგინალ ვერსიასაც და შესაბამისად რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულსაც შემდეგი წარწერა აქვს: „Did a brave thing at Campus Square Today”- „დღეს Campus square-ზე გაბედული რამ გავაკეთე“. საინტერესოა, რომ რუსულენოვანი პოსტები ამ „გაბედულ“ ნაბიჯად პუტინზე სიმღერას თვლიან, თუმცა ვიდეოს ავტორი პოსტის აღწერაში თავადვე ამბობს, რომ „გაბედული“ ნაბიჯი ქუჩაში (საჯაროდ) სიმღერა იყო და აინტერესებდა, სხვების მსგავსად ამას თვითონაც თუ შეძლებდა.

გარდა ამისა, ორიგინალ ვიდეოში TikTok მომხმარებელს ლოკაციად იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) აქვს მითითებული და არა ფლორიდა, როგორც ამას რუსულენოვან პოსტებში ვკითხულობთ. 

გეოლოკაციის საშუალებით ტერიტორია გადავამოწმეთ და დავადგინეთ, რომ ვიდეო გადაღებულია Campus Square-ის სავაჭრო ცენტრის წინ, იოჰანესბურგში - სამხრეთ აფრიკაში.

-TikTok ვიდეოს ფოტოანაბეჭდი:

-ფოტო Google Street View, ივნისი, 2023:

რაც შეეხება ფლორიდის უნივერსიტეტის გარიცხვის წერილს. Google-ის საძიებო სისტემაში წერილის იდენტური ფოტო აღმოვაჩინეთ, რომელიც 2017 წელსაა დაწერილი და ერთ-ერთ სტუდენტს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით გაუგზავნეს. თუ შევადარებთ ამ ორ წერილს, ბევრ მსგავსებას ვიპოვით. „უნივერსიტეტიდან გარიცხვის“ წერილზე ტექსტი საეჭვოდ გამოიყურება, უზუსტობებით (მაგალითად, ყალბ ფოტოზე ზოგიერთი ასო-ბგერის ნაწილი გადაშლილია, ხოლო ქვემოთ არსებული ხელმოწერები იდენტური), რაც მის პროგრამულად დამუშავებაზე მიუთითებს.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ამერიკელი სტუდენტი ფლორიდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, რადგან მან რუსულად პუტინს უმღერა, ყალბია.

----------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა