• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებულ წმ. მატრონას ხატზე არა სტალინი, არამედ პოლიციელია გამოსახული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ წმ. მატრონას ხატზე არა სტალინი, არამედ პოლიციელია გამოსახული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია (ბმული 1; 2; 3), თითქოს წმ. მატრონასა და სტალინის გამოსახულებიანი ხატები საბერძნეთშიცაა. აღნიშნულის დასტურად სოციალურ ქსელში მატრონას გამოსახულებიანი და ბერძნულ წარწერებიანი ხატის ფოტო გავრცელდა.

სინამდვილეში, ხატზე არა სტალინი, არამედ მასთან მისული პოლიციელია აღბეჭდილი, რომლის სახლის დაწვაც მატრონამ იწინასწარმეტყველა, რასაც მოწმობს ხატზე არსებული ბერძნული წარწერა: „წმინდა მატრონა პოლიციელის სახლის დაწვას წინასწარმეტყველებს“.

საჯარო წყაროების მიხედვით, მატრონა ნიკონოვა 1881 წელს სოფელ სებინოში, ტულას ოლქში დაიბადა. იგი დაბადებიდან უსინათლო იყო. 17 წლის ასაკიდან პარალიზებული გახდა, რის გამოც დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა. 1925 წელს წმ. მატრონა თავისი სოფლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კომუნისტებს ეშინოდათ მისი ხალხზე ზეგავლენის, ამიტომაც მუდმივად სდევნიდნენ მას, რის გამოც მას საცხოვრებლის ხშირად გამოცვლა უწევდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც მასთან პოლიციელი მივიდა, მატრონამ გააფრთხილა, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო სახლში, რადგან იქ უბედურება მოხდებოდა, თავად კი დაჰპირდა, რომ არ გაიქცეოდა. ისტორიის თანახმად, პოლიციელს სახლი ცეცხლის ალში გახვეული დახვდა. მან ცოლის გადარჩენა მოახერხა, თუმცა მატრონა აღარ დაუპატიმრებია.

გავრცელებული ცნობით, პოსტში მოყვანილი ხატი სწორედ ამ სცენას აღწერს. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მატრონას ხელი სარკმლისკენ აქვს მიმართული, რომელიც ცეცხლშია გახვეული. შესაბამისად, ხატზე მეორე პიროვნება არა სტალინი, არამედ პოლიციელია.

რაც შეეხება სტალინისა და წმ. მატრონას ხატის კანონიკურობას. საქართველოს საპატრიარქომ 2024 წლის 11 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხატზე შესაძლოა, გამოსახული იყოს წმინდანთან დაკავშირებული ნებისმიერი პიროვნება. თუმცა ამ კონკრეტული ხატის შემთხვევაში, ვინაიდან სტალინის წმინდანთან შეხვედრასთან დაკავშირებით მტკიცებულებები მწირია და წმინდანის ცხოვრების ეს ნაწილი არც რუსეთის ეკლესიის მიერ არ არის აღიარებული, საჭიროა მისი შეცვლა: „ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2024 წლის 17 იანვარს სამების საკათედრო ტაძრიდან წმ. მატრონასა და სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს. მის ადგილას მხოლოდ წმ. მატრონას ხატი კიდია.

ამგვარად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც წმ. მატრონასა და სტალინის ხატი საბერძნეთის ეკლესიებშიც აქვთ, გავრცელებული ხატის ფოტოთი არ დასტურდება.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
წმ.მატრონა
სტალინი
დამოუკიდებლობა
საბერძნეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა