• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) განცხადებით, პედოფილები გადაარჩენენ კაცობრიობას

დეზინფორმაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) განცხადებით, პედოფილები გადაარჩენენ კაცობრიობას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, WEF ამბობს, რომ პედოფილები გადაარჩენენ კაცობრიობას. WEF მოუწოდებს პედოფილიის დეკრიმინალიზაციას და ამტკიცებს, რომ პედოფილიის წინააღმდეგ კანონები არღვევს ადამიანის უფლებებს. მათი აზრით, პედოფილია არის „ბუნების საჩუქარი“, რომელიც წარმოადგენს ბუნების მცდელობას გაწმინდოს დედამიწა და „კაცობრიობა გადაარჩინოს“ საკუთარი თავისგან“. რეალურად, WEF-ის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.  

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა The People’s Voice-ის ვებგვერდზე 2023 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა. ხოლო Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება გამოქვეყნებული სტატიის გზავნილებს პირდაპირ იმეორებს. 

ცნობისთვის, გამოცემა The People’s Voice დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3). სტატიაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და წყაროების მითითების გარეშე წერია, რომ WEF-ის თავმჯდომარე კლაუს შვაბმა პედოფილიას კაცობრიობისთვის „ბუნების საჩუქარი“ უწოდა. ასევე სტატიის მიხედვით, დავოსში, შვეიცარიაში გამართულ ფორუმზე წარმოდგენილ კვლევით ნაშრომში პედოფილია აღწერილი იყო, როგორც „ბუნების მცდელობა გაწმინდოს დედამიწა და „გადაარჩინოს კაცობრიობა“  საკუთარი თავისგან“. 

იან ზოპფმა, ფორუმის მედიახელმძღვანელმა, საინფორმაციო სააგენტოს AP News განუცხადა, რომ მტკიცებები მთლიანად მოგონილია:  „ვადასტურებ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება და არასოდეს წარუდგენია ასეთი კვლევითი ნაშრომი“. ზოპფმა დამატებით აღნიშნა, რომ  კლაუს შვაბის ციტატაც ასევე  შეთხზული იყო. 

ამავდროულად, WEF-ის ვებ-გვერდზე აღნიშნული  კვლევა საერთოდ არ იძებნება. 

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მისი დამფუძნებელი კლაუს შვაბი დეზინფორმაციის სამიზნე ხშირად ხდება. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (1,2,3).

ამდენად, მტკიცება, რომ WEF მხარს უჭერს და  პედოფილიას  „კაცობრიობის გადარჩენის“ საშუალებად მიიჩნევს, ყალბია.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#WEF
#კლაუს შვაბი
#პედოფილია
#დეზინფორმაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა