• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია:  ვიდეო უკრაინაში საკვები მწერების გაყიდვას ასახავს

დეზინფორმაცია: ვიდეო უკრაინაში საკვები მწერების გაყიდვას ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Maria Maria ვიდეოს აქვეყნებს, რითაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში საკვები მწერები იყიდება. რეალურად, ვიდეოს უკრაინასთან კავშირი არ აქვს.

ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეო ტაილანდში, ფუკეტის პროვინციაში ერთ-ერთ ბაზრობაზეა (Chillva Market) გადაღებული.

ფუკეტი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი კუნძულია, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. კუნძული ცნობილია თავისი პლაჟებით, კურორტებით, და თბილი კლიმატით. კუნძულზე განსაკუთრებული პოპულარობით ღამის ბაზრობები სარგებლობს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო Chillva Market-ია. ბაზრის შექმნის მიზანს ადგილობრივი ბიზნესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ვებგვერდზე „Phuket 101“ (რომელიც რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიზიტორებს ფუკეტში მოგზაურობის დაგეგმვაზე ინფორმაციას უზიარებს) ვკითხულობთ, რომ უცხოელმა ტურისტებმა არ უნდა გამოტოვონ შანსი, ფუკეტის ტრადიციული კერძები გასინჯონ. როგორც სტატიაშია ნახსენები, ბაზრის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი სწორედ ეგზოტიკური ფერადი საკვებია. ვიზიტორებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის შემწვარი მწერი დააგემოვნონ, იქნება ეს კალიები თუ ჭიები. აგრეთვე, ზღვის პროდუქტები, ხორცის ბურთულები, ძეხვეული და ნიანგის ხორციც კი.

წყარო: https://www.phuket101.net/chillva-market/

ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მწერების ჭამა კულტურულ თავისებურებებთან არის მჭიდრო კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ მწერების უმეტესობა კრევეტებს ჰგავს, ადამიანები მოქმედებენ ინსტიქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მათ წარმოდგენებში კრევეტი კარგია, კალია კი ცუდი. ტაილანდში მწერების ჭამის კულტურა საუკუნეებია არსებობს და ის ადგილობრივების ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებით პოპულარულ კერძებს შორისაა:

1. კალიები და ჭრიჭინები

კალიები ფუკეტში ერთ-ერთ გამორჩეულ კერძად ითვლება. სოიას სოუსში შემწვარი ეს ხრაშუნა პატარა მწერები ძირითადად მწვანე ჩაის, დამარილებული ჩიფსის ან დამარილებული არაქისის გემოს მოგაგონებთ.

წყარო: https://www.phuket101.net/chillva-market/წყარო: https://www.hotels.com/go/thailand/phuket-

2. წითელი ჭიანჭველები

წითელ ჭიანჭველებს მათი მცირე ზომის გამო, ხშირად კოვზით მიირთმევენ. ამ მწერებს სოიას სოუსში ამზადებენ. კერძს აქვს რბილი, ბრინჯის მსგავსი ტექსტურა. რაც შეეხება წითელი ჭიანჭველების კვერცხებს, მას როგორც სალათას ისე მიირთმევენ. ამ კერძის გემო შესამჩნევად განსხვავებულია, რაც მის სიმჟავეში გამოიხატება.

წყარო: https://www.hotels.com/go/thailand/phuket-

3. აბრეშუმის და ბამბუკის ჭიები

აბრეშუმის ჭიებს კაფირის ფოთლებზე წვავენ, რის გამოც კერძი ციტრუსის ძლიერ არომატს იღებს. რაც შეეხება ბამბუკის ჭიებს, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია ადგილობრივ მოსახლეობაში. აბრეშუმის ჭიების მსგავსად, ბამბუკის ჭიებს აქვთ ხრაშუნა გარსი რბილი შიგთავსით, რომელიც მარილიანი ყველის გემოს ჰგავს.

4. პალმის მატლები

ეს კერძი აზიური პალმის weevil-ის ლარვებით მზადდება..

წყარო: https://www.phuket101.net/chillva-market/

კერძების მომზადების ვიდეოებს Chillva Market-ის ოფიციალურ Facebook გვერდზეცშეხვდებით.

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა