• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პანდემიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პანდემიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის (1, 2) მიხედვით, „გლობალისტმა გებრეისუსმა“ განაცხადა, რომ ჯანმო-ს უნდა ჰყავდეს საპოლიციო ძალები, რომლებიც ინტერნეტით მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აღკვეთენ და „დეზინფორმაციის“ გავრცელებისთვის მოქალაქეებს დააპატიმრებენ. მათი მტკიცებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე სახელწოდებით „დაავადება X“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ლიდერებს ჯანმო-ს იურიდიულად სავალდებულო „პანდემიური შეთანხმების“ მიღება მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სუვერენული სახელმწიფოების  კონტროლის და სიტყვის თავისუფლების კანონგარეშედ გამოცხადების უფლებას მისცემს. რეალურად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე X პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს არც „პანდემიური შეთანხმების“ იურიდიულად სავალდებულო ხასიათის და არც დეზინფორმაციის წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მეშვეობით ბრძოლის შესახებ არაფერი უთქვამს. 

დაავადება X ფაქტობრივი ვირუსი არ არის. ის ჰიპოთეზური პათოგენის სახელია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მომავალი კრიზისების დაგეგმვისთვის გამოიყენება. გლობალურმა ჯანდაცვის ექსპერტებმა მის შესახებ 2024 წლის 17 იანვარს WEF-ის პანელურ სესიაზე - „მზადდება დაავადება X-ისთვის“ ისაუბრეს.

დაავადება X ჰიპოთეზურ პათოგენს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეს  ეპიდემია ან პანდემია გამოიწვიოს. ჯანმო-მ დაავადება X-ის კონცეფცია 2018 წელს შემოიღო, როგორც იმ დაავადებების სიის ნაწილი, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნიან. ინფორმაცია  კვლევის განვითარებას ისეთ სფეროებში ეხმარება, როგორებიცაა: ვაქცინები, ტესტები და მკურნალობა. 

პანელურ სესიაზე, რომლის ჩანაწერი WEF-ის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა, მომხსენებლებმა პოტენციური ვირუსისა და მასთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი და ჯანმრთელობის სხვა ექსპერტები. 

კითხვაზე, თუ რა პრიორიტეტები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პოტენციურ ვირუსთან გასამკლავებლად, გებრეიესუსმა აღნიშნა (იხილეთ ჩანაწერი 04:34-დან), რომ  ჯანმო-ს ყოველთვის უწევდა სხვადასხვა პანდემიასთან გამკლავება, სწორედ ამიტომ, მომავალი პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების დაგეგმვისთვის, შეიმუშავეს ტერმინი X. მან ისაუბრა მზადების გეგმის, ადრეული გაფრთხილების სისტემის აუცილებლობაზე, რათა არ განმეორდეს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც კოვიდ-პანდემიის დროს შეუძლებელი იყო. ჯანმოს დირექტორმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლეობის მზაობის გაზრდის მნიშვნელობაზე.  

პოტენციური ვირუსი X-ის წინააღმდეგ მექანიზმების შემუშავებისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-პანდემიის დროს დაგროვილ გამოცდილებას აქტიურად იყენებს. ჯანმო  არსებულ სისუსტეებზე კონცენტრირდება და პოტენციური პანდემიის პირობებში ვირუსთან ეფექტურად გასამკლავებლად მათ გამოსწორებას ისახავს მიზნად. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მზაობის გაძლიერების კუთხით „პანდემიური შეთანხმების“ მნიშვნელობაზეც საუბრობს (იხილეთ ჩანაწერი 31:40-დან). იგი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ერთ სივრცეში მოაქცევს ყველანაირ გამოცდილებას, რომელიც ჯანმო-ს სხვადასხვა ეპიდემიებთან გამკლავებისას დაუგროვდა. ამასთანავე, ხელშეკრულება გახდება საერთო სახელმძღვანელო, რომელიც მსგავსი, გაზიარებული მიდგომის ჩამოყალიბებით სახელმწიფოებს ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად გამკლავებაში დაეხმარება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები პანდემიურ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ტედროს გებრეიესუსი იმედოვნებს, რომ 2024 წლის მაისისთვის, შეთანხმების წარდგენის ვადისთვის, სახელმწიფოები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და შეთანხმების წარდგენას შეძლებენ. მოხსენების ბოლოს ჯანმოს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ, თუ თაობა, რომელსაც პანდემიის (გულისხმობს კოვიდს-პანდემიას) უშუალო გამოცდილება აქვს, მიღებულ გაკვეთილებს ვერ გამოიყენებს და მზაობის გაზრდისთვის არ იზრუნებს, საეჭვოა, რომ მომდევნო თაობა ამას შეძლებს. 

ამრიგად, პანელური სესიის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჰიპოთეზური ვირუსის, მისი საშიშროების, მის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. თუმცა არც „პანდემიური შეთანხმების“ იურიდიულად სავალდებულო ხასიათის და არც დეზინფორმაციის წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მეშვეობით ბრძოლის შესახებ უთქვამს რაიმე.  

მნიშვნელოვანია, რომ მტკიცება, თითქოს ჯანმო პანდემიური ხელშეკრულების საფუძველზე სუვერენული სახელმწიფოების მართვასა და კონტროლს შეძლებს, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა (საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრის“ სტატიები იხილეთ ბმულზე 1, 2, 3). 

რეალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, პანდემიური ხელშეკრულებით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებზე კონტროლის დამყარებას არ გეგმავს. პანდემიური ხელშეკრულების მიზანია, გაზარდოს, როგორც ეროვნული, ასევე გლობალური მზადყოფნა პანდემიების დროს და ქვეყნების მიერ ეპიდემიების პრევენციისა და კოორდინაციის ხარისხი გაზარდოს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
#საპოლიციო ძალები
#პანდემიური ხელშეკრულება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა