• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ისმის რუსთაველის მეტროსადგურზე დამონტაჟებული სანათებიდან

რა ისმის რუსთაველის მეტროსადგურზე დამონტაჟებული სანათებიდან

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რა მელოდიები ისმის რუსთაველის მეტროსადგურზე დამონტაჟებული სანათებიდან

09/02/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თბილისში, რუსთაველის მეტროსადგურში ესკალატორებს შორის  მელოდიური სანათების გამოჩენამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით კი, სანათების საშუალებით გაჟღერებულმა მელოდიებმა. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რუსთაველის მეტროსადგურზე რა მოწყობილობებია დამონტაჟებული და რა მელოდიებს უკრავენ ისინი.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მეტროსადგურში ახალი სანათები, კარგა ხნის წინ მოხსნილი განათებების ნაცვლად, სულ რამდენიმე თვის წინ დროებით დააყენეს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სახსრებით დამზადდა და მიზნად ისახავდა, ქართველი არტისტების მიერ შექმნილი მუსიკა ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო.  

აღნიშნულს „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ Facebook-გვერდზე 2023 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტიც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მეტროს მომხმარებლები ფონდის კონკურსის გამარჯვებულთა მუსიკალური კომპოზიციების მოსმენას 6 თვის განმავლობაში შეძლებდნენ.

სანათი - დინამიკის კონსტრუქციის დიზაინერის, ნიკოლოზ ლეკვეიშვილის განცხადებით, დინამიკ-სანათები ინსპირირებულია მეტროს ავთენტური სანათით, რომელიც მეტროსადგურში წარსულში არსებობდა. 

სანათ-დინამიკიდან 3 ხელოვანის მიერ შექმნილი მელოდიები ისმის. ნინო დავაძის „ტყე სიზმრის“, თორნიკე მარგველაშვილის „შესაძლო სამყაროებისა“ და ნიკა ჯაფარიძის „ესკალატორის“ მელოდიები თბილისის მეტროში პირველად 2023 წლის დეკემბერში გაისმა, პროექტი კი 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება.

თორნიკე მარგველაშვილის განცხადებით, „შესაძლო სამყაროები“ არის ადგილ-სპეციფიკური ანუ სპეციალურად რუსთაველის მეტროს ესკალატორისთვის და 2 ძირითადი შრისგან  შედგება. ერთი არის თვითონ მეტროს ხმოვანების ჩანაწერები, ელექტრომაგნიტური და კონტაქტური მიკროფონით ჩავიწერეთ ადგილის ხმოვანება, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული ხმების კომბინაციები და მეორე ნაწილი არის ქართული მრავალხმიანი ფოლკლორის ელექტრონულ ფაქტურებად ქცეული ნაწილები, რომლებიც ერთად ხმოვან ქანდაკებას ქმნის“.  

ნინო დავაძის მიხედვით, მისი კომპოზიციის „ტყე სიზმარი“ თვითმიზანი ურბანულ სივრცეში ადამიანის ბუნებასთან ინტერაქციის ჩვენება იყო. „კონკრეტულად ამ ინსტალაციაზე გაიჟღერებს საქართველოში არსებული ენდემური ჩიტების ჯიშების ხმებიც, რომელიც ჩავწერე გასულ წელს ბაკურიანის ტყეებში, კოლხეთის დაბლობზე და ეს ასპექტიც მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ გავლის დროს ეს ასოციაცია მოგვდიოდეს, რომ ქალაქს გარეთ არსებობს ეს ძალიან ფაქიზი ასპექტიც, რომელიც მოსაფრთხილებელია [...] ჩიტები რომლებიც შესაძლოა ძალიან მალე აღარ არსებობდნენ, ზამთარშიც კი შეიძლება რომ ჩვენს გვერდით თანაარსებობდნენ მეტროში“, - აღნიშნა ხელოვანმა.  

ნიკა ჯაფარიძის თქმით კი, მან მეტროში ჩაიწერა ხმები, „ამის გაფორმებად დავამატეთ ცოტა ისეთი... ზეციური ხმები, მერე აკორდები, მერე მოძრაობა შემოდის და მელოდია. [...] კარგი მომენტია, რომ რაღაც მიაწოდო ადამიანს ისე,რომ არ შეუშალო და არ შეაწუხო“. 

ცნობისთვის, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მერიას დაქვემდებარებული ფონდია, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. მისი დირექტორის, ლიკა ჭკუასელის განცხადებით, ფონდის მიზანი თანამედროვე ხელოვნების იმ ადგილებამდე მიტანაა, სადაც ბევრი ადამიანია. რაც შეეხება მეტროსადგურ რუსთაველში ესკალატორებს შორის გამყოფ სივრცეში დამონტაჟებულ მელოდიურ სანათებს, მისი განცხადებით, პროექტის მთავარი იდეა ესკალატორზე მდგარ ადამიანებისთვის მუსიკის მოსმენა და  ურბანულ არქიტექტურულ გარემოში ხმოვანი ხელოვნების შეჭრა იყო.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მეტრო რუსთაველი
სანათი
სანათ-დინამიკი
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი
კონსტრუქცია
კომპოზიცია
მეტრო რუსთაველი
სანათი
სანათ-დინამიკი
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი
კონსტრუქცია
კომპოზიცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა