• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შვედეთი ნატოში შესვლას ლგბტ დროშებით აღნიშნავს

დეზინფორმაცია: შვედეთი ნატოში შესვლას ლგბტ დროშებით აღნიშნავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ „შვედეთი ზეიმობს ნატოში შესვლას, აღნიშნავენ რომ ნატოს ახალი დროშაა ეს“. რეალურად, ვიდეო ძველია, ის 2022 წელს არის გადაღებული, როცა შვედეთის არმიის წარმომადგენლები სტოკჰოლმის ევროპრაიდის მარშში მონაწილეობდნენ.

   

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა,  აღნიშნული ვიდეო არაბული ანგარიშების მიერ ფართოდ გავრცელდა, რაზეც ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-მა იმუშავა.  

ვიდეოს თავდაპირველი ვერსია 2022 წელს Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა. მასში ჩანს შვედეთის არმიის წევრები, რომლებსაც ხელში ლგბტ დროშები უჭირავთ. აღსანიშნავია, რომ შვედეთის არმიის წარმომადგენლები უმცირესობების მხარდამჭერ მსვლელობაში სახელწოდებით „EuroPride“  ყოველწლიურად მონაწილეობენ.  2018 წელს  მსვლელობაში მაიკლ პედინიც, შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,  ჩაერთო. 

ცნობისთვის, 2024 წლის 7 მარტს, ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვედეთმა თავის მიუმხრობლობის პოლიტიკაზე უარი თქვა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 32-ე წევრად  შეუერთდა.

ამდენად, მტკიცება, რომ შვედეთში ლგბტ დროშებით აღნიშნეს NATO-ში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#შვედეთი
#NATO
#ლგბტ დროშა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა