• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ანონიმურად მოქმედი ანგარიში ტერენტი გლდანელი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მსჯავრდებული კობაური დაინიციირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

ანონიმურად მოქმედი ანგარიში ტერენტი გლდანელი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მსჯავრდებული კობაური დაინიციირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში „ტერენტი გლდანელი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), წერს, რომ მალხაზ კობაურმა, რომელიც სმითების ოჯახის მკვლელობაშია მსჯავრდებული, „რუსული კანონი“ დაგმო. პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კობაურმა მსგავსი განცხადება გააკეთა.

  

სოციალურ ქსელში „ტერენტი გლდანელის“ სახელით Facebook-გვერდი და პირადი ანგარიში გვხვდება, რომლებიც მსგავსი შინაარსის მასალებს ხშირად აზიარებენ. „სამართლიანი არჩევნების“ Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს. გვერდზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტებიც ქვეყნდება. ამავდროულად, ჰომოფობიურ, სექსისტურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებსაც ავრცელებს. ანგარიში მადისკრედიტებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს. 

ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, თითქოს მალხაზ კობაურმა დაინიციირებულ კანონპროექტზე განცხადება გააკეთა, მცდარია. ციტატა, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ ვრცელდება, გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება. ამჟამად, მალხაზ კობაური დაკავებულია, ის სმითების ოჯახის მკვლელობაშია მსჯავრდებული. 

2018 წლის 6 ივლისს  ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. მალხაზ კობაური სწორედ აღნიშნულ საქმეზე დააკავეს  ბრალდებით, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. მალხაზ კობაური 2019 წლის 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს 27 მარტს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს  17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აქციის მონაწილე
ტერენტი გლდანელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას

    რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

    გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა