• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფაქტ-მეტრი“ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული შინაარსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობს

„ფაქტ-მეტრი“ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული შინაარსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობს

„ფაქტ-მეტრი“ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული შინაარსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობს

07/06/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“ მოხარულია, შეუერთდეს პროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული. პროექტი Meta-ს მხარდაჭერით და ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი იმუშავებს, როგორც ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან, ისე ფართო საზოგადოებასთან, რათა 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, აღნიშნულ სფეროში ცოდნის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.

უახლოეს დღეებში, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ,  „ფაქტ-მეტრი“ და ევროპის მასშტაბით EFCSN-ის წევრი 30 სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიას დაიწყებენ. „ფაქტ-მეტრი“ გამოაქვეყნებს ვიდეოს, ინფოგრაფიკასა და საინფორმაციო დოკუმენტს, რომელიც 27 ევროპულ ენაზე არის თარგმნილი.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აღნიშნული კამპანია და ის მასალები, რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ, იმ გამოკითხვებისა და სემინარების სერიის კულმინაციაა, რომელშიც „ფაქტ-მეტრი“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას.

გამოკითხვის შედეგად, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისგან შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაზე, ამასთან, ასევე დადგინდა, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები ამ ტიპის კონტენტთან დაკავშირებით რა გამოწვევებს აწყდებიან. შედეგები საინფორმაციო დოკუმენტშია შეჯამებული.

ამ მიგნებებზე დაყრდნობით და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით, „ფაქტ-მეტრი“ და კამპანიის მონაწილე სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები მონაწილეობას იღებდნენ სემინარებში, რათა განესაზღვრათ სტანდარტები, გადაემზადებინათ საკუთარი მკვლევრები ხელოვნური ინტელექტის გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაში.

AI@EUEelections ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელისა (EFCSN)  და მისი წევრი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც Meta-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [PACE-ს დეპუტატები] ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული

    [PACE-ს დეპუტატები] ისეთი სტატუსის შეჩერ...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინვესტირებაა

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

    გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყა...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა