• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია,  (1, 2, 3) პოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს: „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ დაუშვით უკრაინის წაგება, ყველა ჩვენი "მოკავშირე" მოითხოვს სუვერენიტეტს. ჯონ ბაიდენი.“ პოსტის ტექსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია (არქივირებული ბმული).

რეალურად, ჯო ბაიდენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ციტატა ინტერნეტში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე და პრეზიდენტი ბაიდენის სოციალური მედიის გვერდებზე X; Facebook არ იძებნება. 

საგულისხმოა, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80-ე წლისთავის ღონისძიებაზე (D-day) უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და რუსეთის აგრესიას არ დანებდება: „შეერთებული შტატების, ნატოსა და 50-მდე ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, თუ ასე ვიზამთ, უკრაინა დამარცხდება. და ეს აქ არ დასრულდება. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან უკრაინის მეზობლები, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა ყალბია.

--------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვაჭრობა
სამხედრო აღრიცხვა
ჯო ბაიდენი
აღდგომა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

    2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებები პრიორიტეტად ნარჩუნდება, პენსიების გაცემაზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

    2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

    „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა