• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტინა ფანტინა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად EURO-2024-ის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის აღწერაში წერს: „რა სიმბოლიკა ქონდათ გუშინდელ მოთამაშეებს ოროვე მხარეს? გეიევროკავშირის?“. პოსტს თან ახლავს ორი ფოტოსურათი, პირველზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან გამოსახული, ხოლო მეორეზე - EURO-2024-ის ლოგო. მსგავსი მტკიცება TikTok-ზეც გავრცელდა. სინამდვილეში, EURO-2024-ის ლოგოს სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს და ის არც ლგბტ დროშის ფერებთან და არც ევროკავშირთან კავშირში არ არის.

EURO-2024-ის ვებგვერდზე ლოგოს შესახებ არსებული აღწერის მიხედვით, ტურნირის ლოგოს იდეა მომდინარეობს UEFA-ს (The Union of European Football Associations) 55 წევრი ასოციაციის დროშიდან და მათი ფერებიდან, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციას ასახავენ და ქმნიან ოლიმპიური სტადიონის (Olympiastadion - სტადიონი ბერლინში, სადაც EURO-2024-ის ფინალი გაიმართება) სახურავის ფორმას. ანრი დელონეს ცნობილი თასი კი გამოსახულია ლოგოს ცენტრში, ხოლო თასის გარშემო არსებული 24 ფერადი ზოლი EURO-2024-ში მონაწილე გუნდებს წარმოადგენს.

EURO-2024-ის ლოგო:

აღნიშნული ლოგო გამოსახულია ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ეკიპირებაზეც (მაგალითები იხილეთ ქვემოთ).

საქართველოს ნაკრები:

ჩეხეთის ნაკრები:

შესაბამისად, ლოგოს და მასზე გამოსახულ ფერებს არც ლგბტ დროშასთან და არც ევროკავშირთან საერთო არ აქვს. ის მონაწილე ქვეყნების დროშების ფერების ინსპირაციითაა შექმნილი.

----------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
EURO 2024
საქართველოს ნაკრები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს

    უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდებოდა

    კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავს...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა