• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2,3,4,5) წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ  განაცხადა: „რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი“. რეალურად, არც ერთ ღია წყაროში მსგავსი განცხადება არ იძებნება. მეტიც, ფეხბურთელს 26 ივნისის მატჩის შემდეგ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიელთა შემადგენლობაში 65 წუთის განმავლობაში ითამაშა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს არც ინგლისურ და არც პორტუგალიურ ენებზე  საქართველოსთან მატჩის შემდეგ განცხადება ჯერჯერობით საერთოდ არ გაუკეთებია. 

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში კომენტარი სხვა პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, მათ შორის ბერნარდო სილვამ, რომელმაც კრიშტიანუზე აღნიშნა: „მას არ უყვარს წაგება. ასე რომ, ის მაინც ცოტათი განაწყენებულია“. 

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ რონალდუს მაისური გამოართვა: „რონალდუს მაისური გამოვართვი... თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”. 

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, რომელსაც პორტუგალიელ ფეხბურთელს მიაწერენ, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ყალბი ციტატა
ლევან ღვინიანიძე
კრიშტიანუ რონალდუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას

    რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

    გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა