• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა

დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6) ავრცელებენ ვიდეოს, რომელზეც თითქოს, 2 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოქალაქეების წინაშე წარდგნენ, ღონისძიების წამყვანი და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს შემდეგი რეპლიკით მიმართავს: „შენ არ გამოდიხარ, არ გაქვს სიტყვა“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და დიმა ობოლაძეს ამ სიტყვებით ბუდუ ზივზივაძისთვის არ მიუმართავს.

რეალურად, თუ ვიდეოს სრულ ვერსიას ვნახავთ, ჩანს, რომ ბუდუ ზივზივაძე და დიმა ობოლაძე სცენის სხვადასხვა მხარეს დგანან. როდესაც დიმა ობოლაძე ამ სიტყვებს ამბობს, პარალელურად, სცენაზე გურამ კაშია გამოდის სიტყვით. გურამ კაშიას სიტყვით გამოსვლისას, დიმა ობოლაძე მას მიკროფონს აწვდის და სცენის ბოლოსკენ ბრუნდება, სადაც წამყვანები დგანან.

ბუდუ ზივზივაძე კი გურამ კაშიას უკან დგას და ფეხბურთელებს შორის მოძრაობს, თუმცა სცენის ბოლოსკენ, სადაც დიმა ობოლაძე დგას, არ გასულა, შესაბამისად, ობოლაძის რეპლიკა მას არ მიემართებოდა.

ინფორმაციას დიმა ობოლაძე ვიდეოთი გამოეხმაურა, სადაც უარყო გავრცელებული მტკიცება, თითქოს ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა შეუზღუდა: „ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ-მეთქი და არაო. რა ბუდუს ვუთხარი?! რას იგონებთ?! – სისულელეა. თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ მტკიცებას ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძეც, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბუდუსთან გადაამოწმა და დიმა ობოლაძეს მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს: „მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“, - ვკითხულობთ Facebook-პოსტში.

მოგვიანებით, კომენტარი ბუდუ ზივზივაძემაც გააკეთა და განაცხადა: „სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“.

აღსანიშნავია, რომ დიმა ობოლაძის, ბუდუ ზივზივაძის და მისი მამის განცხადებების შემდეგ, რიგმა ანგარიშებმა სოციალურ ქსელში შეასწორეს მანამდე გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია (1; 2).

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, მცდარია.

-------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჩინეთის სკოლები
ბუდუ ზივზივაძე
დიმა ობოლაძე
ეროვნული ნაკრები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა