• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში USA Today-ის ვიზუალით ყალბი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში USA Today-ის ვიზუალით ყალბი ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ოფიციალური ამერიკული  სატანისტების ეკლესიამ საჯაროოდ მადლობა გადაუხადა პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს, მათ ვინც გახსნის  ცერემონიის საშუალებით შეურაწყვეს მილიონობით ქრისტიანი. სატანისტების წინამძღვარმა  დემონურ ვაქხანალიას  „თავისუფლების ტრიუმფი ღმერთზე“ უწოდა“, - ვკითხულობთ პოსტში. ვიდეოში ჩანს პიტერ გილმორი, რომელიც პოსტში მოხსენიებულია, როგორც „სატანისტების წინამძღვარი“. ასევე, ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში ჩანს ამერიკული მაუწყებლობა USA Today-ის ლოგო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია მათ გაავრცელეს. სინამდვილეში, მტკიცება ყალბია. ვიდეო რედაქტირებულია და USA Today-ის არ ეკუთვნის (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ მსგავსი ვიდეო USA Today-ის სოციალურ ქსელებში Facebook; X; YouTube და ვებგვერდზე არ იძებნება. 

ვიდეორგოლი სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. მაგალითად, X-ზე Community Note-ებში [1] მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეო ყალბია. მტკიცებულებად მითითებულია Church of Satan-ის გვერდი X-ზე, სადაც აღნიშნული ვიდეო გაზიარებული აქვთ, მასზე Church of Satan-ის მღვდელმთავრის („High Priest“) პიტერ გილმორის გამოხმაურებაც მითითებულია. „პარიზის ოლიმპიური თამაშების მიმართ ინტერესი არ მაქვს. ის არც მინახავს, შესაბამისად, ვერც კომენტარს გავაკეთებდი და ვერც გახსნის ცერემონიას შევაფასებდი. ამ საკითხზე ინტერვიუც არ მქონია. განცხადებები, რომლებიც განსხვავებულ შინაარსს შეიცავს, ტყუილია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ყალბია და ის USA Today-ის არ გაუვრცელებია. ასევე, არც პიტერ გილმორს გაუკეთებია აღნიშნული განცხადება.

ცნობისთვის, Church of Satan ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში 1960-იან წლებში ანტონ ლავეიმ დააარსა. სახელწოდების მიუხედავად, ისინი აცხადებენ, რომ ათეისტები არიან. ამასთან, წერენ, რომ მათთვის უმთავრესი („ღმერთი“) საკუთარი თავია. იმის გამო, რომ სამყარო მათ მიმართ გულგრილია, ეგოცენტრულები არიან. ასევე, მათ არ სჯერათ სატანის, როგორც არსების ან ადამიანის. გარდა ამისა, ისინი არ ატარებენ მსხვერპლშეწირვას და სასტიკად კრძალავენ სექსუალური სახის ურთიერთობას არასრულწლოვანებთან და ცხოველებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნებას სასწრაფოდ უწყვეტენ წევრობას, აღდგენის შესაძლებლობასთან ერთად. წევრად არ იღებენ არასრულწლოვანებს. 

[1] X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
USA Today
Church of Satan
ყალბი სიუჟეტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა