• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ბატალიონი ჩანს

დეზინფორმაცია: ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ბატალიონი ჩანს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Tata Martiashvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ქართველი ქალების სპეცბატალიონი „TAMARA 1“, უკრაინის მხარეს იბრძვიან და დღეს კურსკის გარეუბანი აიღეს და ზეიმობენ“, - სინამდვილეში გავრცელებული მტკიცება ყალბია. (არქივირებული ბმული)

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ბატალიონი, სახელწოდებით „TAMARA1” არ არსებობს. უკრაინაში მებრძოლი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები „ქართული ლეგიონის“ წევრები არიან.

გარდა ამისა, ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა პლატფორმაზე იძებნება (1; 2) ზოგიერთი მათგანის აღწერაში წერია, რომ ვიდეოზე ისრაელის არმიაში მებრძოლი ქალები ჩანან. ამას ადასტურებს ებრაული წარწერა ვიდეოს უკანა ფონზე არსებულ ბანერზე.

ამგვარად, გავრცელებული მტკიცება, რომ ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალები ჩანან, ყალბია.

---------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დეზინფორმაცია
უკრაინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას

    რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

    გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა