• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ამერიკული კომპანიების ინიციატივით, დასაქმებულებს  ნარკოტიკების საფასურს გადაუხდიან

მანიპულირება: ამერიკული კომპანიების ინიციატივით, დასაქმებულებს ნარკოტიკების საფასურს გადაუხდიან

ვერდიქტი: მანიპულირება

12/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოსტს (დაარქივებული ბმული)  ავრცელებს და წერს: „ამერიკულმა  კომპანიებმა გამოიჩინეს ინიციატივა მათზე  დაქვემდებარებულებს ნარკოტიკების საფასური გადაუხადონ. ყველაფერი კარგი მიზნით - გაუადვილდეს ადამიანს მუშაობა. „ნარკოტიკებში“ შედის ჰალუცინოგენური სოკო, კეტამინი და ექსტაზი. ზოგიერთ ფირმას დასჭირდება ნებართვის მიღება ხელისუფლებისგან უახლოეს კვირებში. გარდა ამისა, ადგილობრივი ექიმები ამ გამოცდილებას დადებითად თვლიან, რადგან „დოპინგი“ დეპრესიის განკურნებაში დაგეხმარებათ. ადამიანს  მის  თვალწინ სასტიკად  ანადგურებენ  და ის ბედნიერია“. 

რეალურად, აშშ-ში კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილის ინიციატივა, რომ  დასაქმებულებს ფსიქოდელიური საშუალებების მიაწოდონ, მიზნად ისახავს თერაპიული მკურნალობის ხელშეწყობას, რადგან ცალკეული კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი ფსიქოდელიური საშუალება შესაძლოა, ეფექტური იყოს დეპრესიის, შფოთვისა  და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ. თუმცა, კომპანიები თანამშრომლებს საშუალებებს არა უშუალოდ, არამედ სპეციალიზებული კომპანიების გამოყენებით, დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, მიაწვდიან. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ თერაპიულ მკურნალობამდე, ფსიქოდელიური საშუალება ჯერ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებას საჭიროებს. Facebook-ანგარიშის მიერ ჩამოთვლილი ზოგიერთი საშუალება კი აშშ-ში ან სრულად კრიმინალიზებულია, ან მხოლოდ ზოგიერთ შტატშია დაშვებული. 

 

ფსიქოდელიური საშუალებებიდან აღსანიშნავია  ფსიქოდელიური სოკო (ე.წ. მაგიური სოკო); MDMA,   რომელიც ცნობილია, როგორც ექსტაზი და კეტამინი. ხაზგასასმელია, რომ ჯერჯერობით, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალება, მათ შორის ექსტაზი, აშშ-ში კრიმინალიზებულია, შესაბამისად, კომპანიებს თავიანთ ინიციატივაში ამ საშუალების ჩართვა არ შეუძლიათ. 

ცალკეული კვლევები აჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული აკრძალული ნივთიერებების გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობისთვის ეფექტური საშუალებაა, მათ შორის დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კომპანიების ნაწილი, რისკების გამო, მსგავსი პრაქტიკის დანერგვისგან თავს იკავებს, თანაც, კომპანიები თავად აღნიშნულ საშუალებებს თანამშრომლებს არ აწვდიან, არამედ იყენებენ ორგანიზაციებს, რომლებიც კონკრეტულად ამ განხრით მუშაობენ და სურვილის შემთხვევაში, დასაქმებულებს ფსიქოდელიურ საშუალებებს აწვდიან. მაგალითად, ხორხე იანტმა, Plexis Healthcare Systems-ის დამფუძნებელმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ მან დაიწყო ფსიქოდელიური  თერაპიის შეთავაზება თავისი თანამშრომლებისთვის სტარტაპ Enthea-ს მეშვეობით. Enthea 2022 წელს შეიქმნა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც  უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ფსიქოდელიურ თერაპიაზე წვდომას ემსახურება. ამჟამად, Enthea-ს კლიენტებს შეუძლიათ  კეტამინის თერაპიის მიღება. უახლოეს თვეებში, ისინი შეძლებენ, მიიღონ ფსილოსიბინი ორეგონის შტატში, რომელმაც  პრეპარატი მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო გამოყენებისთვის დააკანონა. თუ MDMA მიიღებს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) დამტკიცებას, ის ასევე დაემატება Enthea-ს შეთავაზებებს, ამბობს კომპანია. 

მიუხედავად იმისა, რომ კეტამინი არ არის დამტკიცებული FDA-ს მიერ დეპრესიის სამკურნალოდ, ექიმები პაციენტებს სთავაზობენ ალტერნატივებს, როგორიცაა Johnson&Johnson's ცხვირის სპრეი Spravato - ქიმიურად მსგავსი პრეპარატი. 

აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიამ ბევრ ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის  პრობლემები შეუქმნა.  კომპანიები აცხადებენ, რომ დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი თანამშრომელი მიმართვას ფსიქოლოგებსა და ე.წ. ლაიფ ქოუჩებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მედიკამენტების წარმოუდგენლად მაღალი ღირებულება აქვთ, რაც ბევრი დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომი არ არის.  კომპანიების მცირე ნაწილის წარმომადგენლების აზრით, თანამშრომლებისთვის ფსიქოდელიური თერაპიის შეთავაზება,   მათ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება და ხარჯებსაც შეამცირებს.  

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ კომპანიები თანამშრომლებს ნარკოტიკების საფასურს გადაუხდიან, მანიპულაციურია და შესაძლოა მომხმარებელს არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას. რეალურად,  საქმე ეხება აშშ-ში მოქმედი კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც შუამავალი ორგანიზაციის გამოყენებით დასაქმებულებს  FDA-ის მიერ დამტკიცებულ ფსიქოდელიურ საშუალებებს შესთავაზებენ. ხაზგასასმელია, რომ  Facebook-ანგარიშის მიერ ჩამოთვლილი ზოგიერთი საშუალება აშშ-ში ან სრულად კრიმინალიზებულია, ან მხოლოდ ზოგიერთ შტატშია დაშვებული. FDA-ის მიერ საშუალების  დამტკიცებამდე კი მათ ორგანიზაციები  ვერ გამოიყენებენ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აშშ
ფსიქოდელიური საშუალებები
FDA
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა