• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილი

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ბანერზე შემდეგი წარწერა იკითხება: „დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით ევროპაში“. ვიდეო თავდაპირველად მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის „brdzeni_qoci“ მიერ გავრცელდა. რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და ბანერზე წარწერა შეცვლილია.

აღნიშნული ვიდეო ქალაქ ქუთაისში, იოსებ გრიშაშვილის მეორე შესასვლელის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის და რუსთაველის გამზირის კვეთაზეა გადაღებული. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა.  ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხ. ქვემოთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსის მიერ გადაღებული ფოტო).

© „ფაქტ-მეტრის“ ფოტო, 28 სექტემბერი, 2024

ამდენად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილია.

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის ვიდეოები, რომლებშიც ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე სლოგანი იყო შეცვლილი, აქამდეც გავრცელებულა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2, 3). თანაც, ერთ-ერთი პროგრამულად დამუშავებული ვიდეოს ავტორი, ასევე TikTok-ანგარიში „brzeni qoci” იყო, რომელიც „ქართული ოცნების" მადისკრედიტებელი გვერდია და მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1,2,3,4,5).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბანერი
\"ქართული ოცნება\"
დამონტაჟებული ვიდეო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა