• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

ორიგინალი სტატია გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის“ ვებგვერდზე EUvsDisinfo

02/06/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2025 წლის 1 ივნისიდან საქართველოში უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ე.წ FARA ამოქმედდა. ხელისუფლებამ კანონის ძალაში შესვლამდე საზოგადოების მოსამზადებლად და დასარწმუნებლად, რომ ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და განმტკიცებას ემსახურება, მიზანმიმართული კამპანია წამოიწყო. თუმცა კამპანია უმეტესად დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ მტკიცებებს ეფუძნება. უფრო მეტიც, გავრცელებული მესიჯების უმრავლესობა კრემლის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ წყაროებს ეყრდნობა, რომლებიც წარსულშიც მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.

„ქართულმა ოცნებამ“ უცხოეთის აგენტების კანონის შემოტანა ჯერ კიდევ 2023 წელს სცადა, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, კანონპროექტი უკან გაეტანა. ერთი წლის შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ გაიტანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც სინამდვილეში 2023 წლის კანონპროექტის რებრენდინგი იყო. 2025 წლის დასაწყისში კი, ყველასთვის მოულოდნელად, აშშ-ის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის (FARA) ზუსტი ასლი შემოიღო, ამერიკული სამართლებრივი აღსრულების პრაქტიკის გარეშე.

ამერიკული მოდელი, FARA Way

FARA-ს შემოღება განიმარტა და გამართლდა იმით, რომ ანალოგიური კანონმდებლობა შეერთებულ შტატებში მოქმედებს. „ქართული ოცნების“ თქმით, თუ კანონმდებლობა პრობლემურია, მაშინ პრეტენზიები აშშ-ს მიმართ უნდა იყოს გამოთქმული. ამგვარი ხრიკით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ, აირიდონ პოტენციური კრიტიკა იმ უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან, რომლებმაც, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, შეთქმულებებითა და დეზინფორმაციით სცადეს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ საბოტაჟი.

მართლაც, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ მიღებული „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი“ ყოფილიყო აშშ-ის კანონმდებლობის ზუსტი ასლი. ამ გზით, „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ცდილობენ, თავიდან აიცილონ ისეთი შედარებები, როგორიც 2023 წელს ინიციირებულ და უკან გატანილ რუსული სტილის აგენტების კანონთან დაკავშირებით არსებობდა: ბოლოს და ბოლოს, არავინ მოისურვებდა აშშ-ის FARA-ს „რუსულ კანონად“ მოხსენიებას.

ეშმაკი დეტალებშია: არაა ეს ის კანონი, რომელიც აშშ-შია

თუმცა, საქართველოში 100-ზე მეტმა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა, რომ კანონი სინამდვილეში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგაა მიმართული და FARA-ს ქართული ვერსია გადაფუთული რუსული კანონია. განცხადების ავტორები განმარტავენ, რომ ამერიკული კანონი „დამოუკიდებელი არასამთავრობო და თავისუფალი მედია ორგანიზაციების“ აქტივობებს არ უპირისპირდება, მაშინ, როცა ქართული ვერსია ორივე მათგანს სამიზნეში იღებს. ეს კი ფაქტობრივად აღიარებულია კანონის განმარტებით ბარათში.

არეულობის პრევენცია

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებს, რომ FARA-ს წინააღმდეგ დაპირისპირება იმ დასავლური დღის წესრიგის ნაწილია, რომელსაც საქართველოში არეულობა და მმართველობის შეცვლა სურს. ამ ფონზე კი, „ქართული ოცნება“ თავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენს. დასავლური დაფინანსება, მათი თქმით, საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამოიყენებოდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის განცხადებები, რომლებიც USAID-სა და სხვა სააგენტოებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად წარმოაჩენდა, გამოიყენეს და ამის ფონზე, FARA დემოკრატიის დაცვის მექანიზმად გაასაღეს. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ აგენტების კანონის გასამართლებლად ამერიკულ მაგალითებს იყენებს, მათ ამერიკაში ბოლოდროინდელი განვითარება გამოტოვეს: ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმი, რომელიც FARA-ს აღსრულებას ისეთ შემთხვევებზე ზღუდავს, რომლებშიც უცხოური მთავრობების მიერ განხორციელებული ტრადიციული შპიონაჟი იკვეთება. იგივე დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში უქმდება უცხოური გავლენის სამსახური და კორპორაციული აღსრულების სააგენტო.

პროკრემლისტური დეზინფორმაცია FARA-ს მხარდამჭერია

გასული წლების განმავლობაში, საქართველოში მოქმედი პროკრემლისტური დეზინფორმაციული წყაროები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აქებენ, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს უცხოელი პარტნიორები ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ხასიათის გამო აკრიტიკებდნენ.

FARA-ს ქართული ვერსიის მიღებაც, რომელიც კრიტიკულ ხმებზე თავდასხმისთვის იქნება გამოყენებული, არაა გამონაკლისი. აღნიშნული წყაროები დადებითად აფასებენ „ქართული ოცნების“ FARA-ს მიღების გადაწყვეტილებას და მას მოღალატეების დასასჯელ აუცილებელ ნაბიჯად წარმოაჩენენ. პროკრემლისტურმა წყაროებმა ასევე გააშუქეს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერდა FARA-ს და ისინიც, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების, უცხოური დონორების ან დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ გაკეთდა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა „ქართული ოცნების“ უცხოეთიდან მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროტესტის შესახებ მცდარი ნარატივებიც გაავრცელა, ყალბი მტკიცებით, რომ ევროკავშირი 120 ევროს უხდის პროტესტის თითო მონაწილეს.

რას გულისხმობს რეალურად „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ვინ არის მისი სამიზნე, რა დეზინფორმაციული ნარატივები ახლავს თან მის ამოქმედებას და ვინ არიან პროპაგანდისტული კამპანიების ავტორები? - სრულად იხილავთ EUvsDisinfo-ს სტატიაში.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა