• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელს 3.4 მლრდ ლარის ვალის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 1.6 მლრდ შიდა ვალი, 1.8 მლრდ ლარი კი საგარეო ვალია.

30/06/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელს 3.4 მლრდ ლარის ვალის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 1.6 მლრდ შიდა ვალი, 1.8 მლრდ ლარი კი საგარეო ვალია. საგარეო ვალის წილი შემოსულობებში 6.6%-ს შეადგენს. თავად საგარეო ვალიც ორ ნაწილად იყოფა: ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებად და გრძელვადიან საინვესტიციო შეღავათიან კრედიტებად. პირველ კვარტალში საინვესტიციო კრედიტების გეგმა 70%-ით შესრულდა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 0%-ით. 0 ლარია 5 თვის შესრულების მაჩვენებელიც და ეს ნაწილი ბიუჯეტში ჯერჯერობით ყველაზე პრობლემურია.

საგარეო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. ასაღები ვალის უდიდესი ნაწილი მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდის. მრავალმხრივ კრედიტორებში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები იგულისხმება, ისეთები როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა.

გეგმის მიხედვით, 2025 წელს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხით 132 მლნ ლარი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან აღებული სესხით 30 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

მწვანე მიმართულებაზე გადასასვლელად, 300 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, რომლის ნახევარი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და ნახევარი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა უნდა დააფინანსოს.

ასაღები საგარეო ვალის ყველაზე დიდი ნაწილი - 1.2 მლრდ-ზე მეტი ლარი, გრძელვადიანი საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტებია. ვინ რას აფინანსებს ამ კრედიტების ფარგლებში? 2025 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების დაფინანსება:

ცხრილი 1: საგარეო ვალით დასაფინანსებელი TOP 10 პროექტი


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დასახელებულ 10 ყველაზე მსხვილ პროექტში 673 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. შედარებით მცირე ზომის კიდევ 55 პროექტში დამატებით 553 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. გრძელ სიაში ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოფლის მეურნეობის პროგრამებია. 8 მლნ ლარზე მეტი მერძევეობის განვითარებისთვისაა გამოყოფილი, 5 მლნ - აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე, 21 მლნ ლარი 500 კვ სიმძლავრის „ჯვარი-წყალტუბოს“ ელექტროგადამცემი ხაზისთვისაა განკუთვნილი, 25 მლნ - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის. პროგრამების სრული ჩამონათვალის ხილვა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი IV თავშია შესაძლებელი.

საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი აქამდეც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებზე მოდიოდა. 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ჯამური საგარეო ვალი 8.6 მლრდ დოლარს - 23.5 მლრდ ლარს შეადგენდა. ამ ვალის 76% ანუ 6.5 მლრდ დოლარზე მეტი მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდიოდა. 18% - 1.6 მლრდ დოლარი, ორმხრივ კრედიტორებზე (ცალკეულ სახელმწიფოებზე) და 6% - 500 მლნ დოლარი ევროობლიგაციებს შეადგენდა.

გრაფიკი 1: საგარეო ვალის სტრუქტურა 31.05.2025-ის მდგომარეობით


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მთავრობის ვალში არ შედის ეროვნული ბანკის 362 მლნ დოლარიანი დავალიანება. მას მხოლოდ ერთი კრედიტორი ჰყავს, სავალუტო ფონდი ან ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.

მრავალმხრივი კრედიტორებიდან საქართველოს ყველაზე დიდი, თითქმის 2.4 მლრდ დოლარიანი დავალიანება აზიის განვითარების ბანკის მიმართ აქვს. მეორე ადგილზე მსოფლიო ბანკია, უფრო ზუსტად მის ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), რომელთანაც საქართველო 1.7 მლრდ დოლარზე მეტი მართებს და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), მასთან არსებულია დავალიანება 452 მლნ დოლარს შეადგენს.

გრაფიკი 2: მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანება 31.05.2025--ის მდგომარეობით (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფოებიდან ყველაზე დიდი 824 მლნ დოლარიანი დავალიანება საქართველოს საფრანგეთის წინაშე გააჩნია, 586 მლნ-ით მეორე ადგილზე გერმანიაა და 128 მლნ-ით მესამეზე იაპონია. დანარჩენი ქვეყნების წილი 2%-ია.

გრაფიკი 3: ორმხრივი კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანება 31.05.2025--ის მდგომარეობით (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2023 წელს საგარეო ვალდებულებების ზრდის გეგმა 106.9%-ით შესრულდა, მათ შორის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 102.9%-ითა და საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები - 107.6%-ით. 2024 წელს საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში შესრულების გეგმა 93%-მდე შემცირდა. საინვესტიციო კრედიტებს პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, 109.4%-ით შესრულდა. რაც შეეხება ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, მისი შესრულების მაჩვენებელმა მხოლოდ 56.5% შეადგინა და 580 მლნ-ის ნაცვლად მხოლოდ 327 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა.

ვალის ათვისების კუთხით პრობლემებია მიმდინარე წელსაც. პირველ კვარტალში საინვესტიციო კრედიტების გეგმა 69.5%-ით შესრულდა, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 0%-ით, მდგომარეობა არც აპრილ-მაისში შეცვლილა. 5 თვეში საინვესტიციო კრედიტის 6 თვის გეგმა 49.2%-ით შესრულდა და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის ისევ 0%-ით. სამ თვეში ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მოცულობა 69 მლნ უნდა ყოფილიყო, 6 თვეში 270 მლნ ლარი, მაგრამ რეალურად 5 თვის შესრულებამ 0 ლარი შეადგინა. წლიური გეგმა 600 მლნ ლარია.

ცხრილი 2: საგარეო ვალდებულებების ზრდის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი


წყარო: სახელმწიფო ხაზინა

2024 წლამდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მსგავსი შემთხვევა ადრე არასდროს დაფიქსირებულა. პირველ წლებში ხელისუფლებას საინვესტიციო კრედიტების ათვისება გაუჭირდა. პრობლემა 2015 წლიდან მოგვარდა. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების თითქმის ყოველთვის გადაჭარბებით სრულდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2017 წლის უმნიშვნელო 0.2%-იან ჩამორჩენას, რაც არსებით სურათს ვერ ცვლის. 2020 წელი პანდემიის გამო ცალკე უნდა აღინიშნოს. 2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული გეგმით, საგარეო ვალდებულებების ზრდა 1.9 მლრდ-ით განისაზღვრა, რომელიც შემდეგ 6.2 მლრდ-მდე გაიზარდა, საიდანაც 5.3 მლრდ შესრულდა.

რეალურად, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისს, 2024 იყო პირველი წელი 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების გეგმა ვერ შესრულდა. 2025 წელს ამ მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და 5 თვეში ბიუჯეტის ამ ნაწილში შენატანმა 0 ლარი შეადგინა. ჩამორჩენის დაწყება დასავლეთთან გაუარესებულ ურთიერთობებს დროში ერთი-ერთში ემთხვევა. 2025 წელს კიდევ უფრო გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, კიდევ უფრო გაუარესდა შესრულების მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, თუ ტენდენცია გაგრძელდა და წლის ბოლომდე კრედიტის ეს ნაწილი საერთოდ ვერ იქნა ათვისებული, დანაკლისი შემოსულობებში 2.2%-ს მიაღწევს (600 მლნ ლარი 27.6 მლრდ ლარიდან).

2024 წელს საინვესტიციო კრედიტებში 253 მლნ ლარიან ჩამორჩენას ბიუჯეტის წლიური შესრულებისთვის ხელი არ შეუშლია, პირველი 3 თვის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმაც შესრულებულია. 6 თვის შესრულების მაჩვენებლები ცნობილი ივლისში გახდება. ჯამური გეგმის შესრულების შემთხვევაშიც (შემოსავლების, ფინანსური აქტივების კლების ან პრივატიზაციის გეგმის გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე), საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ასეთი დიდი ჩამორჩენა ცალსახად პრობლემებზე მიუთითებს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა