• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორ მიმდინარეობს "ნარინჯისფერი რთველი" და რა შემოსავალს ელიან ფერმერები წლევანდელ სეზონზე

როგორ მიმდინარეობს "ნარინჯისფერი რთველი" და რა შემოსავალს ელიან ფერმერები წლევანდელ სეზონზე

25/12/2015
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
გადაცემა "20/30"-ში სტუმრობისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "ნარინჯისფერ რთველზე" ისაუბრა და დეტალები მიმოიხილა: "ციტრუსის ძირითადი ბაზრებია სომხეთი, აზებაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი. ჩვენ გვაქვს ახალი, დიდი სიმძლავრის გადამამუშავებელი საწარმოები. შარშან ქართული მანდარინი იმდენად მაღალი ხარისხით იყო დამუშავებული, შეფუთული და ეტიკეტირებული, რომ ევროპული ეგონათ. რეალიზაციის პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. არსებობდა შედარებით დაბალხარისხიანი მანდარინის რეალიზაციის პრობლემა, ამიტომ ჩვენ სუბსიდირებით შევედით და ფერმერი კილოგრამზე 20 თეთრს ღებულობს, რომელშიც 10 თეთრს სახელმწიფო იხდის". ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ამ დარგში არსებული მდგომარეობა გააანალიზა. 2010 წლიდან მანდარინის წარმოება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელი იყო.   ცხრილი 1: მანდარინის წარმოება 2010-2014 წლებში (ათასი ტონა)
წელი 2010 2011 2012 2013 2014
მანდარინი 48.6 53.1 71.1 107.1 71.8
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური   მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსსა და ყაზახეთში ხორციელდება. გასულ წელს, ჯამში, 22 118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.   გრაფიკი 1: მანდარინის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (2014 წელი) image001 წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო   როგორც გრაფიკიდან ჩანს, ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა (მთლიანი ექსპორტის 53%). 2014 წელს სამრეწველოდ 10 636 ტონა მანდარინი გადამუშავდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველოდ გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყეს. პროექტის ფარგლებში, კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან (1 კგ. მანდარინზე) 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია მიიღეს. მანდარინის სუბსიდირების მიზნით, 2014 წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო. გასულ წელს სამრეწველოდ გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ოთხი კომპანია იყო ჩართული: Georgian Industrial Asset Management Group, TCF GEORGIA, GEO-FLOWER და "ჯეო-კონცენტრანტი". ხოლო მანდარინის ექსპორტირების მიზნით, 82 გადამზიდავი კომპანია იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, მანდარინის სავარაუდო მოსავალი 100 000 ტონა იქნება. მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის პირობები უცვლელია და ბიუჯეტი გასული წლის მსგავსად, 2 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას სამი საწარმო ახორციელებს: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი - შპს Geo-Flowers. წელს, სეზონზე, აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება 40 დამხარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, 22 454 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი - 80.73% (18 127 ტონა); უკრაინა - 12.47% (2 800 ტონა); სომხეთი - 2.99% (672 ტონა); ყაზახეთი - 1.81% (407 ტონა) და აზერბაიჯანი - 0.95% (214 ტონა). სამრეწველოდ 6 095.3 ტონა მანდარინი გადამუშავდა (ეს მონაცემი ყოველდღიურად იცვლება). ჩვენ "ნარინჯისფერი რთველის" მიმდინარეობასთან დაკავშირებით გადამამუშავებელი საწარმოს "ჯი-ემ გრუპის" დირექტორს, რეზო გოგიტიძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საწარმო  15 000 ტონა არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს. საწარმოს წარმადობა დღე-ღამეში 300 ტონაა. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, საიდანაც წვენი დამზადდება. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. საწარმო არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდის, აქედან 10 თეთრს სუბსიდიის სახით სახელმწიფო დააფინანსებს. საწარმოში 100-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ფაქტ-მეტრმა კომენტარი ქობულეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელსაც სთხოვა. მისი ინფორმაციით, ქობულეთში შექმნილია სამთავრობო შტაბი, რომელიც ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარებას ხელს უწყობს. მათი მეშვეობით რიგების რეგულაცია ხდება. მუნიციპლიტეტში 12 შემფუთავ-დამხარისხებელი და 2 ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო მთელი დატვირთვით მუშაობს. 1 კილოგრამი სტანდარტული მანდარინის ფასი 50-75 თეთრს შორის მერყეობს. მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. როგორც მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, წლევანდელი მანდარინის რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის.   დასკვნა "ნარინჯისფერი რთველის" შესახებ ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 22 454 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს და მასზე მთლიანი ექსპორტის 80.8% მოდის. სამრეწველოდ 6 095.3 ტონა მანდარინი გადამუშავდა. სტანდარტული მანდარინის ფასი 50-75 თეთრს შორის მერყეობს, არასტანდარტულ მანდარინს კი გადამამუშავებელი საწარმოები 20 თეთრად იბარებენ, საიდანაც 10 თეთრის სუბსიდირებას სახელმწიფო ახორციელებს. "ნარინჯისფერი რთველი" თებერვლის დასაწყისისთვის დასრულდება.
თეგები:
გენმოდიფიცირებული
დავით ბატაშვილი
ინტერპოლი
ციფრული მაუწყებლობა
რეგიონი
სესხები
დავით გოგისვანიძე
დავით ლიკლიკაძე
სახალხო დამცველი
Agriculture
Otar Danelia
Veriko Sukhiashvili
tangerines
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა