• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ფაქტ-მეტრს მეტროს მემანქანეების სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია დაუმალა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ფაქტ-მეტრს მეტროს მემანქანეების სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია დაუმალა

მიმდინარე წლის აპრილში მეტროს მემანქანეთა ნაწილმა საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მიზნით,

09/10/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის აპრილში მეტროს მემანქანეთა ნაწილმა საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მიზნით, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების, კერძოდ იმ დროისთვის ხელზე ასაღები თანხის, 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ. მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შემდეგაც დაიწყო მედიაციის პროცესი. ამ პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, თბილისის მერი კახა კალაძე გამორიცხავდა მემანქანეებისთვის ხელფასების ზრდის შესაძლებლობას და აცხადებდა, რომ ამ ეტაპისთვის მათ ისედაც საკმარისი ხელფასი აქვთ (1 200 – 1 500 ლარი). მერიასთან მემანქანეების მოლაპარაკება ვერ შედგა და 4 ივნისს ისინი გაიფიცნენ.

ფაქტ-მეტრმა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 28 მაისს და 6 ივნისს  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წერილობით მიმართა. წერილებში მეტროს მემანქანეების სახელფასო ანაზღაურების და კომპანიის შემოსავლების და ხარჯების შესახებ შესაბამის ინფორმაციას ვითხოვდით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან პირველ წერილზე პასუხი 2018 წლის 18 ივნისს მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ შპს „სატრანსპორტო კომპანია“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები მასზე არ ვრცელდება. შესაბამისად, კომპანიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, გადმოგვცეს ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ფაქტ-მეტრმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ პასუხს 20 ივნისს უპასუხა. საპასუხო წერილში ჩვენ ყურადღება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ იმ მუხლებზე გავამახვილეთ, რომელიც საჯარო დაწესებულების და საჯარო ინფორმაციის ცნებას განმარტავს. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში“.

აქედან გამომდინარე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საჯარო დაწესებულებაა, რადგან:

 

  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება (კოდი 01.02. ტრანსპორტის განვითარება; ქვეპროგრამები 01.02.02.-01.02.08. ბიუჯეტი, თავი V, VI).

 

 

  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100 %-იანი წილის მფლობელი არის ქალაქ თბილისის მერია;

 

 

  • „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში (პუნქტი ბ - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა), შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დედაქალაქის მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საჯარო სერვისის მიწოდებას ახორციელებს.

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი განმარტავს საჯარო ინფორმაციის ცნებას, რომლის მიხედვით „საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მომსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული,დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პრაქტიკულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ არის საჯარო დაწესებულება, მასზეც ჩვეულებრივად ვრცელდება „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე მუხლი და ამავე კოდექსის მე-40 მუხლი, რაც საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში გაცემას ავალდებულებს.

ასევე, „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“ 41-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, რაც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ არ შეასრულა.

ფაქტ-მეტრის საპასუხო წერილის პასუხად, 2018 წლის 5 ივლისს „თბილისი სატრანსპორტო კომპანიისგან“ შემდეგი შინაარსის წერილი მივიღეთ: „20 ივნისის წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია გეცნობათ 2018 წლის 18 ივნისს“.

ფაქტ-მეტრმა მეტროს მემანქანეების სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით თბილისის მერიასაც მიმართა. მერიიდან მიღებულ პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა