• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ღორჟომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა

ღორჟომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო

18/08/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა 2023 წელს ორჯერ გამოცხადებული ტენდერიდან, პირველი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელშეკრულება კი გაფორმდა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა. 2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო ვადა კი ერთი წლით გაგრძელდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომში ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აჭარის მთავრობამ აქტიური საუბარი  სამი წლის წინ დაიწყო. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო 2022 წელს შეისყიდა, რისთვისაც სს „მეტრო მეფს“ 37 500 ლარი გადაუხადა. სატენდერო დავალება ითვალისწინებდა შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობას: გარემოსთან ადაპტირებული და სტანდარტების შესაბამისი ღია მანეჟი (1 ჰექტარზე შესაძლებელია ერთი დიდი ან ორი მანეჟის დაპროექტება); დახურული თავლა დერეფნის მოდელით (200-300 კვ.მ); ამფითეატრი და ადმინისტრაციული ცენტრი (100-100კვ.მ); წრიული საცხენოსნო ბილიკები.

აღნიშნულ პროექტზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა 2022 წლის 6 ნოემბერს ტელევიზიით ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ ანუ 2023 წელს უკვე ექსპლუატაციაში აუცილებლად შევიდოდა  მანეჟი და თავლა. მთლიანი პროექტი კი, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ერთეულის მშენებლობას მოიცავს, ორ წელში დასრულდებოდა.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა სააგენტომ პირველად 2023 წლის იანვარში 401 500 ლარად სცადა. ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. 2023 წლის მარტში  გამოცხადებულ, 710 000 ლარის სავარაუდო ღირებულების, ტენდერში კი შპს „მშენებელი 777-7-მა“ გაიმარჯვა. თუმცა კომპანიამ პროექტი ვერ განახორციელა, რადგან სააგენტომ სამშენებლოდ შერჩეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 2024 წლის 22 ივლისს, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა 1 472 159 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელშიც შპს „იბერია-ჯ“-მ გაიმარჯვა. მხარეებს შორის 1 472 113-ლარიანი ხელშეკრულება იმავე წლის 9 სექტემბერს გაფორმდა. მშენებლობის ვადა მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებიდან  2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს. თავდაპირველად, სამუშაოების ეტაპები ასე გადანაწილდა:

პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 1 ნოემბრამდე, შესრულებული იქნება 50 000 ლარის ღირებულების სამუშაო;

მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 1 აგვისტომდე, შესრულებული იქნება 995 000 ლარის ღირებულების სამუშაო;

მესამე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე, შესრულებული იქნება 427 113 ლარის ღირებულების სამუშაო.

სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, ცვლილება შეეხო მშენებლობის გეგმა-გრაფიკსაც. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მხარეები თითოეული ეტაპის ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ:

პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე, შესრულებული იქნება 60 243 ლარის ღირებულების სამუშაო;

მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე, შესრულებული იქნება 650 000 ლარის ღირებულების სამუშაო;

მესამე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე, შესრულებული იქნება 761 870 ლარის ღირებულების სამუშაო.

სააგენტოს ხელმძღვანელისთვის მიწერილ წერილში კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ მშენებლობა დიდთოვლობამ შეაფერხა და სამუშაოები გვიან განახლდა. თუმცა, სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ  2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ჩაითვლებოდა. საინტერესოა, რომ კლიმატური პირობები ნახსენები არაა 2024 წლის დეკემბერში, როცა ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილება შევიდა, მაგრამ ის სამუშაოების ეტაპების ხანგრძლივობას არ შეხებია.

როგორც ვხედავთ, 2025 წლის 1 ნოემბერს, როცა პროექტი მთლიანად უნდა დასრულებულიყო, კომპანიამ მხოლოდ სამუშაოების მეორე ეტაპი უნდა ჩააბაროს.  პროექტის საბოლოო ჩაბარების ვადა კი ერთი წლით გახანგრძლივდა.  არსებული მდგომარეობით, მიმწოდებლისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობა 60 243 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ღირებულების 4%-ია.

ამდენად, 2022 წლიდან არაერთი პლატფორმიდან, მათ შორის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული თუ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დარბაზიდან გაჟღერებული დაპირება, რომ მაღალმთიან აჭარას, ღორჯომის საცხენოსნო ინფრასტრუქტურის სახით, ახალი ტურისტული სივრცე შეემატებოდა, დღემდე ვერ შესრულდა.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ღორჟომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა

    ღორჟომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი. კონკრეტულად, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა  419 მლნ ლარით

    მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების და მეც...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა